ყბა-სახის ქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი თეონა დანელია 2019 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრს და იკავებს ყბა-სახის ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანლის პოზიციას.
გარდა სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილებისა, სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობის ფარგლებში, იგი 34 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და შემდეგი ორგანიზაციების წევრია:
- Ken Walker - ის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრი;
- თსსუ-ს (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) სადისერტაციო საბჭოს წევრი;
- თსსუ-ს სადირესტაციო საბჭოს წევრი;
ამასთან ერთად, ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და აქტიურადაა ჩართული მომავალი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის საგანმანათლებლო პროცესში.
იგი ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს თუ სხვადასხვა მნიშვნელოვან ყრილობებს, სადაც ეცნობა და ნერგავს მედიცინის თანამედროვე მიდგომებს.
ყბა-სახის ქირურგი, პროფესორი თეონა დანელია წელიწადში საშუალოდ 450 ოპერაციას ახორციელებს და პაციენტებს სთავაზობს:
- პირის ღრუსა და ყბა-სახის მიდამოს სიმსივნეებისა და სიმსივნისმაგვარი დაავადებების ქირურგიულ მკურნალობას;
- ყბაყურა, ყბისქვეშა, ენისქვეშა და, აგრეთვე, მცირე სანერწყვე ჯირკვლების დაავადებების ქირურგიულ მკურნალობას;
- ყბა-სახის მიდამოს თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტების მკურნალობას (პოსტტრავმული დეფორმაციების რეკონსტრუქციული ოპერაციები და ა.შ);
- ყბების განვითარების ანომალიების ქირურგიულ მკურნალობას (ზედა და ქვედა ყბის პროგნათიის, რეტროგნათიისა და მიკროგნათიის ქირურგიული მკურნალობა);
- საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებების მკურნალობას;
- ყბა-სახის მიდამოს ტრავმული დაავადებების (სახის ძვლების მოტეხილობები) მკურნალობას;
- სამწვერა და სახის ნერვის დაავადებებისა და დაზიანებების ქირურგიულ მკურნალობას;
- ყბა-სახის მიდამოს ქირურგიული ინფექციების (აბსცესი, ფლეგმონა, ფურუნკული, კარბუნკული, ოსტეომიელიტი) მკურნალობას;
- ჰაიმორიტის ქირურგიულ და კონსერვატიულ მკურნალობას;
- პირის ღრუს პათოლოგიების ქირურგიულ მკურნალობას;
- კისრის შუა და გვერდითი კისტების ქირურგიულ მკურნალობას;
- ყბების კისტების მკურნალობას;
- სინუს-ლიფტინგს, ალვეოლური მორჩის რეკონსტრუქციებს;
- სახსრისა და კისრის მიდამოს ნაწიბურების პლასტიკას;
- ყბა-კბილთა სისტემის პათოლოგიების ქირურგიულ მკურნალობას;
- სახის ტრავმული დაზიანებების შემდგომი დეფექტების რეკონსტრუქციულ ქირურგიას.