ექიმი ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი, ონკოჰემატოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი - კავკასიის მედიცინის ცენტრის გუნდს შემოუერთდა 2020 წლიდან.
2023 წლიდან არის ევექსის/ვიანის ქსელის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგის რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი.
არის საქართველოს ჰემატოლოგთა ასოციაციის, საქართველოს თრომბოზისა და ჰემოსტაზის საზოგადოების, სამედიცინო ონკოლოგთა ევროპული საზოგადოების (ESMO) წევრი, 11 სამეცნიერო შრომის ავტორი/თანაავტორი.
1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, 1994-96 წელს გაიარა ჰემატოლოგიის კლინიკური ორდინატურა აკად. გრ. მუხაძის სახ. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში.
აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება: ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტი 1996-2014წწ, ქირურგიის ეროვნული ცენტრი 2014-2020წწ, თბილისის ონკოლოგიის ცენტრი 2014-2018წწ.
აქტიური კლინიკური პრაქტიკის პარალელურად ანხორციელებს აკადემიურ საქმიანობას მოწვეული ლექტორის რანგში ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებში: ივანე ჯავახიშვილის სახ. თსუ 1999-2014წწ, შოთა რუსთაველის სახ. ბსუ 2016წ-დღემდე, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი.
აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, ტრენინგებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში, მათ შორის მომხსენებლის სტატუსით.
ექიმი ნინო ჩხაიძე კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ და საჭიროებისას სტაციონარულ მომსახურეობას ისეთი ჰემატოლოგიური დარღვევების თუ პათოლოგიების დიაგნოსტირებისა და მართვის კუთხით, როგორიცაა: ანემიები, ერითროციტოზები, თრომბოციტოპენიები, თრომბოციტოზები, ლეიკოპენიები, ლეიკოციტოზები, სისხლდენითი პათოლოგიები, ლიმფადენოპათიები, ონკოჰემატოლოგიური დაავადებები.