29 ივლისი 2025

პროსტატის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში – ინოვაციური დიაგნოსტიკა და მკურნალობა ერთ სივრცეში!

Image alt text

პროსტატის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში – ინოვაციური დიაგნოსტიკა და მკურნალობა ერთ სივრცეში!

ჩვენი უროლოგიური მიმართულება ფუნქციონირებს კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც შექმნილია სრულად აღჭურვილი პროსტატის ცენტრი — ადგილი, სადაც პაციენტი იღებს სრულფასოვან დიაგნოსტიკასა და მკურნალობას უახლესი გაიდლაინების, ტექნოლოგიებისა და გამოცდილი სპეციალისტების მხარდაჭერით.

 

დიაგნოსტიკა:

  • ქვედა საშარდე სისტემის შეფასება – PSA, შარდვის დარღვევები, უროდინამიკა
  • ტრანსრექტალური ბიოფსია – პირველად რეგიონში უახლესი და სრულყოფილი ინტერვენციული ულტრაბგერა  BK Active ლაპაროსკოპიული გადამწოდით
  •  ბიოფსია ტარდება წინასწარ ჩატარებული მულტიპარამეტრული MRI-ის PI-RADS შეფასების საფუძველზე
  • სრული ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
  • პროსტატის კიბოს სრულფასოვანი სკრინინგი 

 

კეთილთვისებიანი პროსტატური ჰიპერპლაზია (BPH):

  • TURP (ტრანსურეთრული რეზექცია) ბიპოლარული რეზექტოსკოპით
  • ლაზერული ენუკლეაცია – Quanta System Magneto 150W ლაზერით
  • ღია პროსტატექტომია (მილინის მეთოდით)
  • ლაპაროსკოპიული მილინის პროცედურა

 

პროსტატის კიბოს მკურნალობა:

  • ღია რადიკალური პროსტატექტომია
  • ლაპაროსკოპიული რადიკალური პროსტატექტომია, გაფართოებული ლიმფოდისექციით
  • მკურნალობა ინდივიდუალურად – საერთაშორისო გაიდლაინებზე დაყრდნობით, როგორც ადგილობრივი გავრცელების ასევე გავრცელებული პროსტატის კიბოს შემთხვევაში ონკოლოგიურ განყოფილებაში. 

 

განყოფილებას ხელმძღვანელობს პროფესორი დავით ნიკოლეიშვილი  - კავკასიის სამედიცინო ცენტრის სამეცნიერო დირექტორი

 

1500-ზე მეტი ლაპაროსკოპიული რადიკალური პროსტატექტომიის წარმატებული გამოცდილება

ლიდერი რეგიონში უროლოგიური ონკოქირურგიის მიმართულებით

 

ტექნოლოგიური უპირატესობები:

Olympus VISERA ELITE III 4K 3D
- 4K+3D ხედვა — ზუსტი ქსოვილოვანი გარჩევადობა
- ღრმა ანატომიური სტრუქტურების გამოკვეთილი კონტროლი
- ოპტიმიზებული ოპერაციული სიზუსტე

Olympus Thunderbeat სკალპელი
- ბიპოლარული + ულტრაბგერითი ენერგია
- ჭრა და ჰემოსტაზი ერთდროულად – ამცირებს ოპერაციის ხანგრძლივობას
- იდეალურია ენუკლეაციისა და რადიკალური პროსტატექტომიისთვის

 

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი პროსტატის ცენტრი?

  • პროფესიონალთა ლიდერი გუნდი
  • უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოპერაციული
    პაციენტზე მორგებული მიდგომა
  • მინიმალურად ინვაზიური მეთოდები
  • მკურნალობა გაიდლაინების შესაბამისად — EAU/AUA