Image alt text

მაღალტექნოლოგიური კვლევების ცენტრი

 

კავკასიის მედიცინის ცენტრში ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური კვლევების ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმების გუნდით და აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის აპარატურით.

 

ცენტრში ხორციელდება:

 

  • კომპიუტერული ტომოგრაფია CANON-ის 640 შრიანი ტომოგრაფის, SIEMENS-ის 128 და 16 შრიანი ტომოგრაფების მეშვეობით, რომელსაც აქვს გაფართოებული შესავალი თაღი (“Wide Bore”), რაც გამოსახულების მაღალ ხარისხთან ერთად მეტ კომფორტს სთავაზობს პაციენტებს კვლევების განხორციელების პროცესში;
  • მაგნიტურ რეზონანსული კვლევა- SIEMENS -ის 1,5 ტესლა და 3 ტესლა ინდუქტივობის მ.რ. ტომოგრაფებით ხორციელდება ყველა ორგანოსა და ორგანოთა სისტემის კვლევა, რაც სხვა დაავადებებთან ერთად ონკოლოგიური და ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა;
  • რენტგენოლოგიური კვლევა - FLEXA VISION; SHIMADZU წარმოების ციფრული რენტგენის აპარატებით;
  • ენდოსკოპიური კვლევა იაპონური წარმოების OLYMPUS, PENTAX და FUJIFILM-ის უახლესი აპარატურით, რომლითაც ხორციელდება 50-მდე დასახელების კვლევა (ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, ბრონქოსკოპია, კოლონოსკოპია) და ენდოსკოპიური მანიპულაციები (საყლაპავის სტენტირება, ლიგირება, ბუჟირება, სისხლდენის ენდოსკოპიური მკურნალობა, პაპილოსფინქტეროტომია, პოლიპექტომია და სხვა). აპარატებს ონკოლოგიური პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკის ფუნქცია გააჩნიათ (FICE რეჟიმი);
  • მამოგრაფიული კვლევა SIEMENS-ის Mammomat Select მოდელის ციფრული მამოგრაფიის აპარატი სამუშაო სადგურით. აპარატებს ვიდეო და ფოტოგამოსახულებით შეუძლია დააფიქსიროს უმცირესი კალცინატი;
  • ექოსკოპიური კვლევები - კლინიკაში არსებულ თანამედროვე ულტრაბგერით აპარატებს გააჩნია 3D და 4D გარჩევადობა, რომელიც მაღალხარისხიანი გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა. კლინიკაში ხორციელდება: მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის, შარდ-სასქესო და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ექოსკოპიური კვლევები. ამასთან, ცენტრში ხორციელდება დუპლექს სკანირება, რომლის დროსაც სისხლძარღვების როგორც ტრადიციული ექოსკოპიური, ისე დოპლერის ეფექტით ულტრაბგერითი გამოკვლევა ხდება და, შესაბამისად, წარმოადგენს კვლევის ორმაგ მეთოდს.

 

გაიცანით ჩვენი ექიმები